მსოფლიოკრიმინალი

ესპანეთის სასამართლომ ქართულ-რუსული დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა

ესპანეთის სასამართლომ ქართულ-რუსული დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრის წინააღმდეგ განაჩენი გამოიტანა. ამის შესახებ ესპანური იურიდიული საინფორმაციო პორტალი „იუსტელი“ იუწყება.

ბრალდებულებს 3, 5 და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, კრიმინალური ჯგუფის სამ ხელმძღვანელს კი ქვეყნიდან გააძევებენ. საქმე ეხება ე. წ. კანონიერ ქურდ ზვიად დარსაძეს და მის ორ დამხმარეს.

როგორც ცნობილია, ესპანეთში ტურისტული ვიზებით მყოფი ახალგაზრდები დანაშაულებივ საქმიანობას 2012-2015 წლებში ეწეოდნენ. ისინი ქალაქ მადრიდსა და გვადალახარაში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ, რის შემდეგაც მოპარულ ნივთებს რეალიზაციისთვის რუსეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ. 

ესპანურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალში აღნიშნულია, რომ დამნაშავეების დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები არიან.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, კრიმინალური ჯგუფის შემადგენლობაში ყოველთვის იყო რამდენიმე ათეული პირი, თუმცა ძარცვაში ძირითადად ახალგაზრდები  მონაწილეობდნენ, რომლებიც ესპანეთში ტურისტული ვიზით რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ესპანეთში ყოფნის დროს ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ საცხოვრებელი სახლით, თანხით, სახლების ძარცვისთვის საჭირო აღჭურვილობით და 3-5 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფებით მოქმედებდნენ.

გერმანული მედიის ცნობით, ახალგაზრდები მოპარულ ნივთებს კრიმინალური ჯგუფის ხელმძღვანელებს აძლევდნენ.

1tv.ge

P. S. INFO: ესპანურმა პორტალმა ABC-მ ამავე თემაზე გამოაქვეყნა სტატია და გაავრცელა კრიმინალური ჯგუფის ხელმძღვანელის, ე. წ. კანონიერი ქურდის, ზვიად დარსაძის ფოტო.

მარჯვნივ: ზვიად დარსაძე, ABC-ს ფოტო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close