მსოფლიოიტალიასაზოგადოება

იტალიასა და ევროპის სამხრეთით ძლიერი სმოგის გამო ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა

ევროპის სამხრეთით თბილი ამინდით და სუსტი ქარით გამოწვეული სმოგის სახიფათო დონე ფიქსირდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საგანგაშო მდგომარეობაა იტალიასა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში. იტალიის რამდენიმე ქალაქში დაბინძურების შესამცირებლად დიზელზე მომუშავე ავტომობილების ექსპლუატაცია ნაწილობრივ აიკრძალა. შეზღუდვა, სულ ცოტა, 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

ბოსნია და ჰერცეგოვინაში კი სმოგის გამო საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მთავრობა კრიზისს სათანადოდ არ ებრძვის. პრობლემის გადასაჭრელად სარაევოში საგანგებო შეხვედრები იმართება. მთავრობამ ავტომობილების მოძრაობაზე შეზღუდვა აქაც დააწესა.

ბოლო დღეების განმავლობაში დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე სერბეთში, კოსოვოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში დაფიქსირდა.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close