fbpx
საზოგადოებასაქართველო

„11 წელია ამ მუზეუმის დირექტორი ვარ და ასეთი გულწრფელი, აუწონავი და გულუხვი საჩუქარი არავის გაუკეთებია“ – გიორგი კალანდია

ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ქვითრის ფოტოს აქვეყნებს და „აუწონავი და გულუხვი საჩუქრის“ ამაღელვებელ ისტორიას ჰყვება.

nostal.ge სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„სასახლის მესამე სართულზე რომ ამოვიდა ქშინავდა, მომერიდა ასეთ მდგომარეობაში მისი ნახვა, რომ მცოდნოდა ასაკი, თავად ჩავიდოდი, არადა, მითხრეს ჩვეულებრივ მოქალაქეს უნდა შეხვედრაო…. დიახ ერთი ჩვეულებრივი ბებოა, თითქოს არაფრით გამორჩეული, დაახლოებით 70 წლამდე იქნება, ან ცოტა მეტი… დღევანდელ დღეს არავის ულხინს, ალბათ არც მას… თუმცა ის ყველაზე უცნაური და მოულოდნელი „თხოვნით“ მოვიდა, 11 წელია ამ მუზეუმის დირექტორი ვარ და ასეთი გულწრფელი, ასეთი აუწონავი და გულუხვი საჩუქარი არავის გაუკეთებია… მან მუზეუმს 500 ლარი შესწირა, გვთხოვა ეს მისი შესაწირავი უხმაუროდ მიგვეღო… თავიდან ვიუარეთ, ძალიან ეწყინა, თვალები აუწყლიანდა, „შვილმა დამიტოვა ეს ფული, მე კი მინდა ჩემს სამშობლოს მივეხმარო და თქვენ ნუ ამიკრძალავთო“ – მითხრა და უარი უკვე ვეღარ შევბედე…. კატეგორიულად ამიკრძალა მისი სახელის გახმიანება, უანგარო ქველმოქმედება გაიღო და უხმაუროდ წავიდა…. რა მაგარი ქვეყანაა ხომ საქართველო?! მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მიუტევებელი ხარვეზებიც ახლავს ჩვენს თანამედროვეობას, ჩვენში არიან ისეთები, რომლებიც ეპოქას ქმნიან, ეპოქას რომელმაც საქართველო აუცილებლად გამარჯვებასთან უნდა მიიყვანოს“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close