fbpx
კინო/ფილმებიმსოფლიოქართველები უცხოეთში

ლეგენდარულმა მარტინ სკორსეზემ თავის ფილმში ქართველი საოპერო მომღერალი გადაიღო

ცნობილი ამერიკელი საკულტო რეჟისორის ახალ ფილმში ერთმანეთს შეხვდა ხელოვნება, მუსიკა, ისტორია და სულიერება.

ქართველმა საოპერო მომღერალმა სალომე ჯიქიამ მონაწილეობა მიიღო ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ახალ დოკუმენტურ ფილმში „ორატორია” (The Oratorio). ამის შესახებ მომღერალმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

ფილმის პრემიერა იანვრის ბოლოს არის დაგეგმილი. ამერიკულ-იტალიური პროექტის ფარგლებში გადაღებები ნიუ-იორკში, წმინდა პეტრეს ტაძარში 2019 წელს მიმდინარეობდა.

„მარტინ სკორსეზეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც თვის ბოლოს გამოდის. მეც მქონდა პატივი მიმეღო ამ პროექტში მონაწილეობა კალიარის თეატრის მეშვეობით”, – წერს ჯიქია.

სალომე ჯიქია 1986 წელს ზუგდიდში დაიბადა. 2010 წელს თბილისის კონსერვატორია დაამთავრა საფორტეპიანო განხრით. იმავე წელს დაიწყო ვოკალის სწავლა. 2013-2014 წლებში ვოკალური ხელოვნება რომში, სანტა ჩეჩილიას ეროვნულ აკადემიაში დახვეწა.

მარტინ სკორსეზეს ფილმი დიდი ხნის დავიწყებულ ისტორიაზე გვიამბობს, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ნიუ-იორკის კულტურული ლანდშაფტი. ესაა 200 წლის წინ ორატორიის შექმნა „პატარა იტალიაში“.

სკორსეზე იკვლევს საზოგადოების ჩამოყალიბებაში იმიგრანტების როლს – მათმა ხელოვნებამ და კულტურამ მთელ ერზე მოახდინა გავლენა. ფილმში ჩართულია მოთხრობები გამოჩენილი პიროვნებების შესახებ.

sputnik-georgia.com
კომენტარები
თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close