მოგზაურობამსოფლიო

60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისას დამატებით მოსაკრებელს გადაიხდის

ევროკავშირის მიერ ახალი უსაფრთხოების სისტემის ამოქმედების შემდეგ, 2021 წლიდან ევროზონაში შესვლისას 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე მოსაკრებელს 7 ევროს გადაიხდის.

მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებული ადამიანები. ამ ქვეყნების სიაში საქართველო არ შედის.

avianews-ის ინფორმაციით, ETIAS (European Travel Information and Authorisation System) სისტემას ევროკავშირი 2021 წლიდან დანერგავს, რაც უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის გარკვეული საფასურის დაწესებას ითვალისწინებს.

მოქალაქეს ETIAS-ის ვებგვერდზე ანკეტის შევსება მოუწევს – პირადი მონაცემები, პასპორტის ნომერი, ევროპის იმ ქვეყნის სახელწოდება, რომელსაც სტუმრობს, კონფლიქტების ზონაში ყოფნასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დეპორტაციაზე ინფორმაცია და სხვა. განაცხადის დამუშავება 7 ევრო ღირს. ანკეტა ავტომატურ რეჟიმში დამუშავდება, ტურისტი დასტურს ან უარყოფას რამდენიმე წუთში მიიღებს. ნებართვა ტურისტმა საზღვრის გადაკვეთისას მესაზღვრეს უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ კი ქვეყანაში შესვლის გადაწყვეტილებას სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი იღებს.

ETIAS-ში დადასტურებულ ნებართვას 3 წელი აქვს ვადა. 7 ევროს გადახდაც პირს შენგენის ზონაში შესასვლელად სამ წელიწადში ერთხელ სჭირდება.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close