საზოგადოებასაქართველოსპორტი

ლევან საგინაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელად აღიარეს

მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე 2019 წლის საუკეთესო მკლავჭიდელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში აბსოლუტური უმრავლესობით ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა გაიმარჯვა.

„ქართველ ჰალკად“ წოდებულ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს და 2019 წელს ყველაზე პრესტიული ტურნირის, ტოპ 8-ის ჩემპიონს გამოკითხვაში 12 864-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ეს კი ხმების 98%-ს შეადგენდა.

გულშემატკივართა გამოკითხვაში მე-2 ადგილი ლიეტუველმა მინდაუგას ტარასაიტისმა მოიპოვა. მას მხარდაჭერა 174-მა ადამიანმა გამოუცხადა, რაც პროცენტულად სულ რაღაც 1.33 % გახლდათ.  დანარჩენი ხმები ექვსს მკლავჭიდელზე გადანაწილდა.

ლევან საგინაშვილმა 2019 წელი ბრწყინვალედ დაასრულა. მან ტოპ 8-ის ფინალში რუსი სპორტსმენი ვიტალი ლალეტინი უშანსოდ 6:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

sporter.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close