პოლიტიკასაქართველო

შამბას თქმით, აუცილებელია თბილისთან პირდაპირი დიალოგი დაიწყოს

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე. წ. პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის გავლენიანი წევრი სერგეი შამბა თბილისთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით განცხადება შამბამ „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუში გააკეთა.

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, რათა ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ. მე ამის მომხრე ვარ და ვეწინააღმდეგები ისეთი კონფრონტაციის გაგრძელებას ჩვენ შორის, როგორიც დღესაა“.

შეკითხვაზე, როგორ ხედავს დიალოგის პერსპექტივას, შამბა პასუხობს:

„უნდა დავსხდეთ და საუბარი დავიწყოთ, ამისთვის სხვადასხვა ფორმა არსებობს“. იგი თბილისსა და სოხუმს შორის პირისპირ დიალოგის საჭიროებას უსვამს ხაზს. „ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე. წ. პრემიერ-მინისტრმა კითხვაზე, თბილისსა და სოხუმს შორის ერთი-ერთზე საუბრის შესაძლებლობის შესახებ.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღეების განმავლობაში ვითარება დაიძაბა და სიტუაცია მხოლოდ 12 იანვარს დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ განიმუხტა.

აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან ითხოვდნენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სექტემბერში გამართული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა და 22 მარტს ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

ნინო ხოშტარია

p. s. სერგეი შაბმა ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელია. წარსულში იგი აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე სერგეი შამბას არაერთხელ განუცხადებია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close