იტალიასაზოგადოება

იტალიაში მეტროს 3 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, 13 ადამიანი პოსპიტალიზებულია (ვიდეო)

ნეაპოლის მეტროპოლიტენის მგზავრები დაშავდნენ 3 მატარებლის შეჯახების შედეგად. სულ მცირე, 13 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ იტალიური გამოცემა IL MATTINO წერს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი მიწისზედა მონაკვეთზე მოხდა, დილის 7 საათზე, მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე, სადგურ Piscinola-სთან. მატარებელი, რომელიც დეპოდან პირველ პლატფორმაზე შედიოდა, იმავე გზაზე მოძრავ მეორე მატარებელს შეეჯახა, რომელიც სადგურზე შედიოდა. შეჯახებაში მოხვდა, აგრეთვე, მგზავრებით სავსე მესამე მატარებელი, რომელმაც ის-ის იყო დატოვა სადგურ პიშინოლას მეორე პლატფორმა. ერთ-ერთი მატარებლის შემადგენლობა მგზავრების გარეშე მოძრაობდა.

დაშავებულებს შორისაა 2 მემანქანე, რომლებიც კარდარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში. მგზავრების უმეტესობას ადგილზე გაუწიეს დახმარება, ძირითადად, მედიკამენტოზური და ფსიქოლოგიური, რადგან ისინი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ამჟამად ნეაპოლში მეტროს სამი ხაზიდან ერთზე მოძრაობა შეჩერებულია. მიმდინარეობს გამოძიება.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ადამიანურ შეცდომას უკავშირდება.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close