fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიnewsსაზოგადოებასხვა

ფილიპინელმა წყვილმა ვულკანის ამოფრქვევის ფონზე იქორწინა

ფილიპინელმა წყვილმა ვულკანის ამოფრქვევის ფონზე საქორწილო ცერემონია გამართა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ვულკან ტაალის ამოფრქვევა 12 იანვარს დაიწყო. ტაალი ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და ქვეყნის დედაქალაქიდან 70 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ჩინო ვაფლორმა და კეტ ბაუტისტა პონომარმა საქორწილო ცერემონია არ გადადეს და გაღვიძებული ვულკანის ფონზე, 16 კილომეტრის მოშორებით იქორწინეს. ფოტოგრაფმა რენდოლფ ევანმა შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო. მოგვიანებით მან BBC-ს უამბო: „საქორწილო ცერემონიისთვის მზადებისას, დაახლოებით 14 საათზე შევამჩნიეთ, რომ ვულკანიდან თეთრი კვამლი ამოდის და მივხვდით, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა. უცნაურია, მაგრამ ყველა მშვიდად ვიყავით. ეს იყო ძალიან ვიწრო წრეში ქორწილი, ძირითადად, ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები იყვნენ, ამიტომ არავინ წასულა“.

ოდნავ მოგვიანებით ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ „აფეთქებასაშიში ამოფრქვევა“ სულ რამდენიმე საათში დაიწყებოდა, მთლიანობაში 450 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც ვულკანიდან 9 მილის რადიუსში ცხოვრობდნენ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close