კინო/ფილმებისაზოგადოებასაქართველო

კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა

თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა.

დღეს ცნობილ მსახიობს დაბადებიდან 83 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალამდე მსახიობის შემოქმედებითი საღამო „გრიბოედოვის“ თეატრში გაიმართა.

ვარსკვლავის გახსნის იდეა მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ცნობილ ქართველ რეჟისორს, ელდარ შენგელაიას ეკუთვნის. როგორც არიადნა შენგელაიას ოჯახის წევრები ამბობდნენ, ელდარის გარეშე არიადნას დათანხმება გაჭირდებოდაო.

არიადნა შენგელაიას ქართველი მაყურებელი იცნობს ფილმებიდან „ენგურის ნაპირებზე“, „თეთრი ქარავანი“, „ჯვარცმული კუნძული“, „მთვარის მოტაცება“. განსაკუთრებული პოპულარობა კი მას მოუტანა მარგალიტას როლმა ელდარ შენგელაიას ფილმში „შერეკილები“.

1979 წელს არიადნა შენგელაიას საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. წლების განმავლობაში იგი „გრიბოედოვის“ თეატრის მსახიობი და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი იყო.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close