fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

აფრიკული თუთიყუში ჟაკო ალტრუისტი აღმოჩნდა (ვიდეო)

გერმანელი ორინტოლოგების მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ აფრიკული თუთიყუში ჟაკო ალტრუისტია და სხვაზე ზრუნვა შეუძლია მაშინაც კი, თუ სარგებელს არ ელის.

ექსპერიმენტში 8 ფრინველი მონაწილეობდა – 6 მდედრი და 2 მამრი. ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა დაამზადეს გამჭვირვალე ყუთი, რომელიც ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთ ნაწილში მათ პატარა გასასვლელი ამოჭრეს, დახურულ სივრცეში ჩადეს 10-მდე ლითონის რგოლი. გაწვრთნილმა ფრინველებმა იცოდნენ, რომ თუ ამ რგოლს ადამიანს დაუბრუნებდნენ, სანაცვლოდ საკვების სახით ჯილდოს მიიღებდნენ.

საგულისხმოა, რომ ეს რგოლები ჰქონდა მხოლოდ ერთ თუთიყუშს, რომელსაც მისი ადამიანისთვის გადაცემა არ შეეძლო. ფრინველს რგოლის გადაცემის შესაძლებლობა მხოლოდ მეზობლის დახმარებით ჰქონდა. თუ ამას გააკეთებდა, ფრინველი ჯილდოს (საკვებს) ვერ მიიღებდა. ამ ექსპერიმენტმა ფრინველები არ დააფრთხო. 8 თუთიყუშიდან 7-მა რგოლების გადაცემა დაიწყო. საბოლოოდ მათ რგოლები ადამიანს გადასცეს და საკვებიც მიიღეს. საკვების გარეშე ერთი თუთიყუში დარჩა, რომელსაც რგოლები ჰქონდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფრინველმა დანარჩენებზე იზრუნა და რგოლები მათ საკვების მისაღებად გადასცა.

მეცნიერებმა ამ ექსპერიმენტის ჩატარება სხვა ფრინველებზეც სცადეს, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მიიღეს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close