fbpx
მიგრაციამსოფლიოnewsსაზოგადოება

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში 10 წლის ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს

AIR FRANCE-ის თვითმფრინავში, რომელმაც 7 იანვარს შეასრულა რეისი AF703, ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ლეპარიზიენი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი შარლ დე გოლის აეროპორტში მოხდა. „ეარ ფრანსის“ თვითმფრინავი პარიზში კოტ-დივუარის ქალაქ აბიჯანიდან ჩაფრინდა, ბავშვის ცხედარი კი თვითმფრინავის შასისთვის განკუთვნილ ჭაში იპოვეს. გავრცელებული ცნობით, მისი ასაკი დაახლოებით 10 წელია.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ბავშვის იდენტიფიცირება დოკუმენტების არქონის გამო ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მოზარდის ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გაგზავნეს. სამართალდამცველთა ვარაუდით, ბიჭი პარიზში უბილეთოდ ჩაფრენას ცდილობდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close