fbpx
ქართველები უცხოეთშიხელოვნებაკულტურა

ნათია თოდუა გერმანიაში სოლო კონცერტს გამართავს

ქართველი მომღერალი ნათია თოდუა, რომელმაც ვოკალური შოუ THE VOICE OF GERMANY-ს მეშვიდე სეზონში გამარჯვების შემდეგ პოპულარობა მოიპოვა, გერმანიაში, ბერლინში თავის პირველ სოლო კონცერტს 10 იანვარს გამართავს. ამის შესახებ ნათიამ თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა. 

23 წლის ქართველი მომღერალი გერმანული „ვოისის“ ფინალში 26 ათას კანდიდატს შორის მოხვდა და ხმათა 50,1%-ით გამარჯვება მოიპოვა. მას საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც მიულოცეს.

ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალში დაიბადა, გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სკოლაც იქ დაამთავრა. თბილისში ნათია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში.

მომღერალი Löwenpalais-ში (Koenigsallee 30-32, 14193 Berlin) კონცერტზე შეასრულებს სიმღერებს თავისი ახალი ალბომიდან Miss you. დარბაზის კარი 10 იანვარს, საღამოს 7 საათზე გაიღება, კონცერტი კი 8 საათზე დაიწყება.

როგორც კონცერტის ორგანიზატორები წერენ, „გერმანელ მაყურებელს ნათია თოდუას ბლუზ-სოულის სტილის სიმღერები მოენატრა“.

მათივე შეფასებით, ნათია თოდუა ახლა ემოციურად უფრო მომწიფებულია, ვიდრე ორი წლის წინ, როდესაც მუსიკალური პროექტში გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ კონცერტი იმართება ფონდ Starke-ს მხარდაჭერით, რომელიც უკვე 30 წელია, მხატვრებს და არტისტებს უჭერს მხარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close