კინო/ფილმებიმსოფლიოnewsსაზოგადოება

ლეონარდო დიკაპრიომ კარიბის ზღვაში მეზღვაური გადაარჩინა

მსახიობმა ლეონარდო დი კაპრიომ გადაარჩინა ადამიანი, რომელმა 11 საათი ზღვაში გაატარა. ამის შესახებ THE SUN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსახიობი მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად კარიბის ზღვაში საკუთარ იახტაზე ისვენებდა, როცა რაციით სხვა გემის კაპიტნისგან შეტყობინება მიიღო.

მან მსახიობს უთხრა, რომ მისი ეკიპაჟის 24 წლის წევრი, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ზღვაში გადავარდა. დიკაპრიოს იახტის გარდა რაიონში სხვა გემი არ იმყოფებოდა. მსახიობი ინციდენტის ადგილზე მივიდა და ბორტს მიღმა გადავარდნილი ფრანგი მეზღვაური გადაარჩინა.

თვითმხილველთა ცნობით, დიკაპრიომ მეზღვაური დროულად გადაარჩინა, რადგან მალევე შემთხვევის ადგილას ძლიერი შტორმი დაიწყო.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close