fbpx
საზოგადოებასაქართველო

თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული მაჩვზღარბა პოლიციამ უკან დააბრუნა

თბილისის ზოოპარკიდან მაჩვზღარბა გაიქცა, რომელიც უკან პატრულის თანამშრომლებმა დააბრუნეს.

ცხოველი თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 იანვარს გვიან ღამით შენიშნეს. ის ქუჩაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო.

„როგორც ჩანს, ან გადმოვარდა, ან მოყინულზე დაუცდა ფეხი, ან სადღაც გამოთხარა და გამოძვრა“, – ამბობს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე რადიო თავისუფლებასთან.

გურიელიძე განმარტავს, რომ გრძელი და მსხვილი რქოვანი ეკლებით დაფარული სხეულის მიუხედავად მაჩვზღარბა უწყინარი ცხოველია, თბილისის შემოგარენში ბინადრობს და დასახლებულ პუნქტებშიც მოძრაობს ხოლმე: „თბილისის ზღვაზე, მაგალითად, დაფიქსირებული გვყავს“.

თბილისის ზოოპარკში დღეს სამი მაჩვზღარბა ცხოვრობს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close