მსოფლიოპოლიტიკა

80 მილიონი ტრამპის ლიკვიდაციისთვის – მიმართვა ირანის სახელმწიფო ტელევიზიიდან

ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა მიმართვა, რომ ირანელებს შეუძლიათ შეაგროვონ 80 მლნ აშშ დოლარი, რომელსაც გადაუხდიან მას, ვინც გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის შურს იძიებს და დონალდ ტრამპს მოკლავს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა THE MIRROR-ი იტყობინება.

თეირანის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდ ქალაქში – მაშჰადში გენერალის გამოსთხოვარ პროცესიას Iran’s Channel One-ი პირდაპირ ეთერში გადასცემდა, როდესაც წამყვანმა ირანელებს მიმართა: ირანის მოსახლეობა 80 მილიონი ადამიანისგან შედგება, თითოეულს შეუძლია 1 დოლარი გაიღოს და ასე შევაგროვით 80 მლნ აშშ დოლარი, თანხა კი იმ ადამიანს გადავცეთ, რომელიც ტრამპს მოკლავსო.

ეს ინფორმაცია ბევრმა საერთაშორისო საშუალებამ გადასცა, თუმცა ირანის ოფიციალურ წარმომადგენლებს ამის თაობაზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close