მოგზაურობამსოფლიო

ამსტერდამში ტურისტებისთვის დამატებითი გადასახადი დაწესდა

2020 წლიდან ამსტერდამში ტურისტები ყოველი გატარებული ღამის სანაცვლოდ დამატებით 3 ევროს გადაიხდიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა THE TELEGRAPH-ი ავრცელებს.

ახალი გადასახადი პირველ იანვარს ამოქმედდა და უკვე არსებულ 7%-იან გადასახადს დაემატა. ამასთან ერთად, ტურისტები, რომლებიც ბინას Airbnb-ზე ქირაობენ, ერთი ღამის სანაცვლოდ ღირებულების 10%-ს გადაიხდიან.

ყოველწლიურად ამსტერდამში 17 მილიონი ტურისტი ჩადის. 1,1-მილიონიანი ქალაქის ხელისუფლება ტურისტული ნაკადის ზრდის სტრატეგიაზე უარს ამბობს და უკვე არსებულ რაოდენობასთან გამკლავებაზე მუშაობს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close