მსოფლიოსაზოგადოებახელოვნებასაზოგადოებასაქართველო
ქართველი მოცეკვავეების რეკორდი „ლა სკალაში“
მილანის „ლა სკალას“ თეატრში, სადაც „სუხიშვილებამდე“ არცერთი ერის ფოლკლორულ დასს ფეხი არ დაუდგამს, ქართველი მოცეკვავეების წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ოვაციების თანხლებით, ფარდა 14-ჯერ აიწია და ლეგენდარული ტენორის, ენრიკო კარუზოს „რეკორდს“ გადააჭარბა – მისი გამოსვლის შემდეგ „ლა სკალაში“ ფარდა 11-ჯერ ასწიეს.
„სუხიშვილების“ თაყვანისმცემელთა შორის იყვნენ: ჯონ კენედი, ფიდელ კასტრო, ჯავაჰარლარ ნერუ, ინდირა განდი, პელე, ფრენკ სინატრა, ჟან გაბენი, ბრიჟიტ ბარდო, უოლტ დისნეი, ჩარლი ჩაპლინი… ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, დასის წარმოდგენები წლის საუკეთესო შოუდ ორჯერ აღიარეს. სხვადასხვა წლებში „ნიუ-იორკ თაიმსმა“, „ვაშინგტონ პოსტმა“, „დეილი ტელეგრაფმა“, „ფიგარომ“ და სხვა წამყვანმა გაზეთებმა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფოლკლორულ კოლექტივად დაასახელეს.
„რეკორდსმენი“ ანსამბლი დღეს, 3 იანვარს დუბაიში სადებიუტო კონცერტს მართავს – წელს მათ კიდევ ერთი „რეკორდი“ დაამყარეს და მსოფლიოს 46 ქალაქში გამართეს კონცერტები. მათ ვიზიტს დუბაის საამიროს მედია უკვე გამოეხმაურა და მოცეკვავეებისათვის მიძღვნილი სტატია ასე დაასათაურა – „მფრინავი ქართველები მოდიან“.
kartuli.kvira.ge
კომენტარები