მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია დასახელდა

ავსტრალიური ავიაკომპანია QANTAS-ი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოდ დასახელდა.

მეორეა ახალზელანდიური Air New Zealand, ხოლო მესამე – ტაივანის EVA Air-ი. რეიტინგი პორტალმა AirlineRatings.com-მა შეადგინა. ავიაკომპანიების უსაფრთხოება რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა, მათ შორის იყო ავიალაინერის ასაკი, ავიაკატასტროფების და ავარიების რაოდენობა.

ავსტრალიური ავიაკომპანია, პორტალის ცნობით, ლიდერობს კომპანიის ეკიპაჟების გამართული მუშაობით, ასევე ავტომატური დაფრენის სისტემის გამოყენებით ნავიგაციის დახმარებით და ავიალაინერის მართვის სიზუსტით მთიან რეგიონებში. ასევე ცნობილია, რომ Qantas-ი იყენებს ძრავას მონიტორინგის რეჟიმს იმისთვის, რომ ხარვეზები გამოავლინოს.

ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ტოპ 20:

1. Qantas;

2. Air New Zealand;

3. EVA Air;

4. Etihad;

5.Qatar Airways;

6. Singapore Airlines;

7. Emirates;

8. Alaska Airlines;

9. Cathay Pacific Airways;

10. Virgin Australia;

11. Hawaiian Airlines;

12. Virgin Atlantic Airlines;

13. TAP Portugal;

14.SAS;

15. Royal Jordanian;

16. Swiss;

17. Finnair;

18. Lufthansa;

19. Aer Lingus;

20. KLM.

კომენტარები