საზოგადოებაnewsსაქართველო

დღესასწაულებთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზამ დამატებითი რეისები დანიშნა

„საქართველოს რკინიგზამ“ ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით დამატებითი რეისები დანიშნა. თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება 2020 წლის 3, 4, 5, 6 და 7 იანვარს.

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, განრიგები შემდეგნაირი იქნება:

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი N878/877 გავა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩავა 14:30 საათზე, ხოლო ზუგდიდიდან გავა 19:10 საათზე და თბილისში ჩავა 00:35 საათზე.

თბილისი-ბათუმი-თბილისი N808/807 გავა 10:30 საათზე და ბათუმში ჩავა 15:30 საათზე, ხოლო ბათუმიდან გავა 17:00 საათზე და თბილისში 22:00 საათზე ჩავა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close