კინო/ფილმებისაზოგადოებასაქართველო

ირაკლი კვირიკაძის უდიდესი ევროპული წარმატება

მსახიობ ირაკლი კვირიკაძის შემოქმედებითი ცხოვრება საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს.

იგი მაყურებელმა რეზო გიგინეიშვილის ფილმით, „მძევლებით“ გაიცნო, რასაც მოჰყვა თანამშრომლობა სხვადასხვა უცხოელ რეჟისორთან.

ირაკლიმ მონაწილეობა მიიღო რეჟისორ სემ ლიტოვჩინის მოკლემეტრაჟიან ფილმში “The Passanger”, სადაც მთავარი როლი შეასრულა. სწორედ ამ როლით ქართველი მსახიობი ვენის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზე წარადგინეს.

სემ ლიტოვჩინის ფილმი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაშიც მოხვდა.

ირაკლი კვირიკაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმში “Now Is Everything”, სადაც ქართველი მსახიობის პარტნიორი მსოფლიო ვარსკვლავი ენტონი ჰოპკინსია.

artinfo.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close