საზოგადოებასაქართველოსპორტი
ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა WINTER STAR-ზე 23 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს (ვიდეო)

ტანმოვარჯიშეთა კლუბ „პირველების“ წარმომადგენლებმა უკრაინაში, ქალაქ ოდესაში გამართულ საერთაშორისო ტურნირ WINTER STAR-ზე 23 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. შეჯიბრში 500-მდე ბავშვი მონაწილეობდა, მაგრამ ქართველებმა გამარჯვება არავის დაუთმეს.
„პირველების“ გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სხვადასხვა ეტაპზე მხატვრულ ტანვარჯიშში ეროვნული ნაკრების პირველი ნომრებისგან შედგება.
2012 – თინი ძაგნიძე, კატეგორია B – 🥇
2010 – ნინა დოლაბერიძე, კატეგორია B – 🥇
2012 – ნატალი მოდებაძე, კატეგორია B – 🥇
2011 – ნინა სამხარაძე, კატეგორია B – 🥇🥈🥇
2011 – სოფო ნოზაძე, კატეგორია B – 🥇🥇🥈
2010 – მარიამ კაკუტაშვილი, კატეგორია B – 🥇🥇🥇
2008 – მარგო ლენი, კატეგორია A – 🥇🥇🥇
2007 – სოფია ბელუში, კატეგორია A – 🥇🥇🥈🥇
2007 – ამინა გაძანოვა, კატეგორია A – 🥈🥇🥈🥇
2006 – გვანცა ნოზაძე, კატეგორია A – 🥈🥇🥈🥈
2005 – იანინა ნაზარენკო, კატეგორია A – 🥇🥇🥇
კლუბის განკარგულებაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი დარბაზი და ამ კლუბში ამჟამად 250-მდე წევრია.
გუნდში მოღვაწეობს უკრაინიდან მოწვეული მწვრთნელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, უკრაინის მრავალგზის ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში ვიქტორია ბუზუიანი.
კლუბის დამაარსებელია სპორტის დიდი ქომაგი, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი.
kartuli.kvira.ge



