მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში გუნდაობის აკრძალვის შესახებ კანონს აუქმებენ (ვიდეო)

აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ქალაქ უოსაუში გუნდაობის აკრძალვის შესახებ მოქმედი კანონის გაუქმება გადაწყვიტეს. ამის შესახებ THE NEW YORK TIMES-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კანონი 1962 წელს მიიღეს. ის ადამიანის მიმართულებით ნებისმიერი საგნის, ისრის, ქვის, თოვლის გუნდის ხელით ან სხვაგვარად სროლას კრძალავს, თუმცა ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანონი მოქმედმა მერმა მიიღო.

კანონმდებლობას ქვეყნის მასშტაბით ყოველ წელს დასცინიან, ამჯერად კი ქალაქის ადმინისტრაციის მოთმინება ამოიწურა. ქალაქის საკრებულოს ხანგრძლივი სხდომის შემდეგ, რომელზეც ერთ-ერთმა დეპუტატმა თოვლის გუნდა პოლიციის უფროსის ლეპტოპს ესროლა, კანონის გაუქმება გადაწყდა. ოფიციალურად ეს იანვარში მოხდება.

პოლიციის უფროსის მოადგილემ და მერმა სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც პირობა დადეს, რომ მანამდე გუნდაობისთვის არავინ დაისჯება. უკანა ფონზე პოლიციელები გუნდაობდნენ, მიმართვის ბოლოს კი მათმა უფროსმა თოვლის გუნდა ქალაქის მერს თავში ესროლა.

მსგავსი კანონი ამერიკის კიდევ ერთ ქალაქში – სარავანში 100 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close