fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა პრინცმა ჰარიმ დაღუპული ჯარისკაცების შვილებს მიმართა (ვიდეო)

პრინცი ჰაერი სანტა კლაუსის ფორმაში გამოეწყო და დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების შვილებს საშობაო ვიდეოთი მიმართა.

ვიდეომიმართვა საქველმოქმედო ორგანიზაცია Scotty’s Little Soldiers-ში გაწევრიანებული ბავშვებისთვის ჩაიწერა. ეს ორგანიზაცია ეხმარება ბავშვებს, რომელთა მშობლებიც ბრიტანეთის ჯარში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას People-ი ავრცელებს. 

ჰარი ბავშვებს მოუწოდებს, რომ „შექმნან ისეთი ძლერი ქაოსი, როგორიც ადამიანებს შეუძლიათ“.

„მინდა გაგამხნევოთ, მიმოიხედოთ გარშემო და გაიაზროთ, რომ თქვენ ოჯახის ნაწილი ხართ. რამდენიმე თქვენგანს გასულ წელს შევხვდი და ვიცი, როგორი ძლიერებიც ხართ. დიახ, მშობლის დაკარგვა წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ვიცი, თითოეულ თქვენგანს, ერთმანეთის დახმარებით, გასაოცარი მომავალი და ფანტასტიკური შობა გექნებათ. თქვენს მშობლებს არასდროს დაივიწყებენ, თქვენ არასდროს დაგივიწყებენ“, – თქვა ვიდეოში პრინცმა ჰარიმ.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close