fbpx
მსოფლიოnewsსაზოგადოება

შობის დღესასწაულზე საფრანგეთში გაფიცვა გრძელდება

შობის დღესასწაულზე საფრანგეთში გაფიცვა გრძელდება. დედაქალაქში არ მუშაობს მეტროს არცერთი ხაზი.

არ მუშაობს არც პარიზისა და ქალაქების დამაკავშირებელი მატარებლები და ავტობუსები. პრეზიდენტ მაკრონის მოწოდების მიუხედავად, რომ პროფესიულ კავშირებს დღესასწაულების პერიოდში პაუზა გამოეცხადებინათ, გაფიცვა მაინც გრძელდება.

გაფიცვის მონაწილეები მთავრობის ახალ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. საფრანგეთის პრეზიდენტის ინიაციატივით, არსებული საპენსიო სისტემა უნდა შეიცვალოს და ის ქულათა სისტემაზე იქნება დაფუძნებული.

პროფესიულ კავშირებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 7 იანვარს უნდა გაიმართოს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close