მოგზაურობამსოფლიოსაზოგადოება

პირველად ბოლო 200 წლის განმავლობაში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო მესა არ შესრულდება

პირველად 200 წლის განმავლობაში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო ღვთისმსახურება არ შესრულდება.

მსოფლიოს ღირსშესანიშნაობა და საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო აპრილში გაჩენილი ხანძრის შემდეგ დაკეტილია.

​ღვთისმშობლის ტაძრის ნაცვლად საშობაო მესას ​ლუვრის პირდაპირ მდებარე სენ-ჟერმენ-ლოქსერუას (Saint-Germain-l’Auxerrois) ტაძარში აღავლენენ.

ბოლო შემთხვევა, როდესაც ნოტრდამის ტაძარში საშობაოდ მესა არ აღევლინა, 1803 წელს მოხდა.

აპრილში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, ხანძარს გადაურჩა მთავარი რელიკვიები, მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის.

წყარო: 1tv.ge

მსგავს თემაზე: დრონით გადაღებული კადრები – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close