საზოგადოებაქართველები უცხოეთშისაბერძნეთისპორტი
ბაჩანა არაბული საბერძნეთის სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეთა შორისაა – თქვენი დახმარებით მას აქვს შანსი, პრიზს დაეუფლოს
საბერძნეთის სუპერლიგის ოფიციალურმა გვერდმა თვის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვა დაიწყო. ეს ამბავი ჩვენთვის აღსანიშნავი იმითაა, რომ საუკეთესო 7 მოთამაშეს შორის „პანიონიოსის“ ქართველი თავდამსხმელი ბაჩანა არაბული მოხვდა.
ნოემბრის საუკეთესოები 4 ტურის მატჩების შედეგებით გამოვლინდება (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12).- საქართველოს საფეხბურთო ნაკრების 25 წლის თავდამსხმელმა ამ 4 მატჩში სამი გოლი გაიტანა და გუნდს კარგი თამაშით მოგებაში დაეხმარა. არაბულს აქვს შანსი, გამორჩეული მოთამაშის პრიზს დაეუფლოს.
გამოკითხვა ნოემბერში „ნივეა მენის“ თვის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად უკვე დაწყებულია და ორშაბათს, 23 დეკემბერს დასრულდება. მას საბერძნეთის სუპერლიგის ადმინისტრაცია სპონსორის, კომპანია „ნივეას“ მხარდაჭერით ატარებს, რომელიც საუკეთესოებს დააჯილდოებს.
ნოემბერში „ნივეა მენის“ თვის მოთამაშის ტიტულის კანდიდატები არიან:
1. ბაჩანა არაბული (პანონიოსი)
2. ანდრე ვიეირინია (პაოკი)
3. ფედერიკო მაკედა (პანათინაიკოსი)
4. დანიელ ლარსონი (მარსი)
5. როსარიო ტურამი (ლამია)
6. ტორეს გილერმო (ოლიმპიაკოსი)
7. აბიოლა დაუნდა (აელი)
ხმის მისაცემად შეგიძლიათ შეხვიდეთ ბმულზე https://vote.slgr.gr/vote-for-the-mvp და მხარი დაუჭიროთ ბაჩო არაბულს.
1tv.ge
კომენტარები