fbpx
საზოგადოებასაქართველო

ანიტას გამთენიისას ინდოეთში რეანოთვითმფრინავით გადააფრენენ

პატარა ანიტა მკურნალობას ინდოეთში გააგრძელებს. მას რეანოთვითმფრინავით ინდოეთში გამთენიისას გადაიყვანენ.

კიდევ ერთი იმედიანი პოსტი ანიტასაგან:

„35-ე და ავსტრიაში ბოლო ღამე მშვიდობისა!

უკვე ხვალ, ანიტა ინდოეთში გაფრინდება! მისი მდგომარეობა დღეს სტაბილურია. ქალბატონი საგონებელშია, ფიქრობს როგორ ჩაატიოს ბარგში ჩვენი უსაყვარლესი, ავსტრიაში მცხოვრები თანამემამულეების საჩუქრები.

გამთენიისას ანიტას და მის მშობლებს წითელი ჯვრის მანქანით ქალაქ გრადსის აეროპორტში წაიყვანენ და უკვე ჩვენი დროით დილის 11:20 საათზე აფრინდებიან.

რეანოთვითმფრინავის ექიმების გუნდისა და ბორტის ეკიპაჟის გარდა, ანიტას მისი ავსტრიელი მკურნალი ექიმიც გაჰყვება ინდოეთამდე!

ჩვენო საყვარელო ანიტელებო, თქვენ კი იცით, რითიც უნდა დაგვეხმაროთ – ლოცვით, პოზიტიური ენერგიით და თქვენი სიყვარულით.

ანიტას თვითმფრინავი ხვალ 12-საათიან ფრენას შეასრულებს. შუალედში დუბაიში საწვავის დასამატებლად დაეშვება, შემდეგ კი ინდოეთის მიწაზე უვნებლად დააბრძანებს ჩვენს გოგოს!
გმადლობთ რომ ამ ურთულეს, მაგრამ სიყვარულით სავსე გზას ჩვენთან ერთად გადიხართ!

ერთად მოვიგებთ #ანიტასთვის“, – წერს ოჯახის წევრი „ფეისბუქზე“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close