საზოგადოებასაქართველო

სუიციდის მორიგი შემთხვევა – აბაშაში 17 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო

„გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?“ – ეს არის აბაშაში გარდაცვლილი 17 წლის სალომე ქურდობაძის უკანასკნელი პოსტი, რომელიც მან საკუთარი Facebook-ის გვერდზე თვითმკვლელობამდე დაწერა. მანამდე კი თბილისში სუიციდის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის  ლუკა სირაძის ვიდეო გააზიარა წარწერით:„ღმერთოო“.

19 დეკემბერს აბაშის რაიონში 17 წლის გოგონა მამამ საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვა. ადგილობრივების თქმით, მოზარდმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, სადაც ოჯახსა და მეგობრებს ბოდიშს უხდის.

მეზობლების ნაწილი თვითმკვლელობის მიზეზად ოჯახურ პრობლემას ასახელებს, ნაწილის თქმით კი გოგონაზე დიდი გავლენა ლუკა სირაძის გარდაცვალებამ იქონია და სწორედ ეს ფაქტი უძღოდა წინ სუიციდს.

სტატისტიკა

საქართველოში 2019 წელს სუიციდი და სუიციდის მცდელობის ფაქტები საგრძნობლად რომ გაიზარდა, ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაც ადასტურებს.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, იანვარი-ივნისის მდგომარეობით სუიციდის 207 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო სუიციდის მცდელობა 219 ადამიანს ჰქონდა.

რაც შეეხება 2018 წელს – სუიციდის 389 შემთხვევაა აღრიცხული, თვითმკვლელობის მცდელობა კი 477 ადამიანს ჰქონდა.

საჭირო ინორმაცია

საქართველოში არსებობს ფსიქოლოგიური დახმარების რამდენიმე  ცხელი ხაზი, სადაც მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით შეგიძლიათ დარეკოთ:

მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 116 111; 2 421 422

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close