პოლიტიკასაქართველო

წმინდა საყდართან საქართველოს ელჩმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა რომის პაპს რწმუნებათა სიგელი გადასცა

წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა წმინდა საყდართან(ვატიკანი), ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა ​რომის პაპ ფრანცისკეს რწმუნებათა სიგელი გადასცა. რწმუნებათა სიგელის გადაცემის საზეიმო ცერემონია წმინდა საყდრის სამოციქულო სასახლეში გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ რომის პაპი ელჩს შეხვდა. შეხვედრამ გულთბილ გარემოში ჩაიარა, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. ელჩმა მადლობა გადაუხადა პონტიფექსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სფეროების კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაღრმავების საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას.

შეხვედრის დასასრულს რომის პაპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველოს ელჩმა ფრანცისკე პირველს საჩუქრად გადასცა წმინდა ნინოს ჯვარი, ნახატი – „იოსების სიზმარი“, წიგნი ქართული ხელნაწერების შესახებ და სამაჩაბლოდან დევნილი ქალბატონის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ვაზის რტოთი გაფორმებული ქართული ღვინო.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close