ისტორიამსოფლიოსაზოგადოება
საფრანგეთი რუსეთს ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის ნეშტის გადაცემას სთხოვს
საფრანგეთი რუსეთს სმოლენსკის პარკში ნაპოვნი ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის, შარლ გიუდენის ნეშტის გადაცემას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას LE POINT-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ემანუელ მაკრონმა გენერლის ნეშტის გადაცემასთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება მოითხოვა და დაიგეგმა ცერემონია, რომელშიც ვლადიმერ პუტინიც იქნება მიწვეული.
სმოლენსკის პარკში ნაპოლეონის ბავშვობის მეგობრის, შარლ გიუდენის ნეშტი 2019 წლის ივლისში იპოვეს.
გენერალი გიუდენი 1818 წლის 22 აგვიტოს დაიღუპა. სოფელ ლუბინოსთან ბრძოლის დროს მას ყუმბარის ნამსხვრევი მოხვდა. გარდაცვლილ გენერალს გული ამოაცალეს და პარიზის სასაფლაოზე დაკრძალეს, მისი ნეშტი კი 200 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.
imedinews.ge
კომენტარები