კრიმინალიმსოფლიო

ხუთმილიონიანი სიძე

რუსი ჰაკერი, რომლის დაჭერისთვის FBI-ს ხუთმილიონიანი ჯილდო აქვს დაწესებული, რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმის, „ვიმპელის“, ვეტერანის, ამავე სახელწოდების დაცვის კერძო სამსახურების გაერთიანების ხელმძღვანელისა და დაცულ ცხოველებზე ნადირობასთან დაკავშირებული სკანდალების მონაწილის, ედუარდ ბენდერსკის სიძე აღმოჩნდა. ​

5 დეკემბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა 17 ადამიანს, მათ შორის, რუსეთის 12 მოქალაქეს, რომლებსაც აშშ-ისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურები ადანაშაულებენ 2011 წლიდან მოყოლებული ბანკების, კომპანიებისა და ფიზიკური პირებისგან 100 მილიონი დოლარის მიტაცებში. საქმე ეხება ჰაკერულ დაჯგუფებას, სახელწოდებით Evil Corp-ი, რომელსაც აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა, უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი კიბერდანაშაულებრივი ორგანიზაცია მსოფლიოში“. მთავარი პირი ამ დაჯგუფებაში, FBI-ს თანახმად, არის 32 წლის მოსკოველი, მაქსიმ იაკუბეცი.

ამერიკისა და ბრიტანეთის ხელისუფლებები ამტკიცებენ, რომ იაკუბეცი, რომლის თავისთვის 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოა დაწესებული, ეწეოდა ჰაკერულ საქმიანობას არა მხოლოდ საკუთარი გამდიდრებისთვის, არამედ რუსეთის უშიშროების სამსახურის ინტერესებისთვისაც. რადიო „თავისუფლებამ“ დაადგინა, რომ მაქსიმ იაკუბეცი, მართლაც, დაკავშირებულია რუსეთის სპეცსამსახურთან: 2017 წელს ის დაქორწინდა რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმის, „ვიმპელის“ ვეტერანის, ამავე სახელწოდების დაცვის კერძო სამსახურების გაერთიანების, ასევე საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის, დაცულ ცხოველებზე ნადირობის მოყვარულის, ედუარდ ბენდერსკის ქალიშვილზე.

მდიდრული ქორწილი 2017 წელს მოსკოვის გარეუბანში, გოლფის კლუბ „ცელეევოში“ გადაიხადეს. ქორწილის ამსახველი სურათები ერთი ხანობა შემორჩენილი იყო ქორწილის ორგანიზატორი ფირმა „კარამელის“ საიტზე. მასალა შემდეგ წაშალეს, მაგრამ დარჩა საარქივო ასლები. კადრები არაფრით გამოირჩევა სხვა რუსულ ქორწილებში გადაღებული ფოტოებისგან, მაგრამ ერთი რამით ისინი მაინც განსაკუთრებულია: არცერთ ფოტო- თუ ვიდეოჩანაწერზე არ ჩანს ნეფის სახე, ის ან ზურგითაა, ან მის სახეს პატარძალი ფარავს. ასევე არ ჩანს მისი სიმამრის სახე, პატარძლის მამაც სულ ზურგითაა კამერის მიმართ. ვინ უნდა იყოს ეს ორი კაცი, ასეთი გაქანებით რომ დანათესავდნენ და სახეს მალავენ?

ახლა უკვე მოხსნილ პუბლიკაციას სააგენტო „კარამელის“ საიტზე ახლდა ვიდეო, რომელიც კიდევ შეიძლება ნახოს დაინტერესებულმა ადამიანმა ვიდეოსაიტ Vimeo-ზე. ერთ-ერთ კადრში ჩანს პატარძლის სახე ფართო ხედით. რადიო „თავისუფლებამ“ FindClone-ის საშუალებით მიაგნო ალიონას რამდენიმე ფოტოს Vkontakte-ს მომხმარებელთა შორის, ხოლო ერთ-ერთი (ორიგინალი, შენახული ასლი) მიუთითებს მის ანგარიშზე ინსტაგრამში: @alenchik_77. რადიო „თავისუფლებამ“ შეძლო დაედგინა, რომ ეს არის დახურული გვერდი და ერთადერთი ინფორმაცია, რომელზეც ხელი მიგიწვდებათ, არის ის, რომ „ალიონჩიკის“ საქმიანობა Plane Sport Moscow-ს თანამფლობელობა გახლავთ. ეს არის ბრენდ (იტალიური მარკის Philip Plein-ის სპორტული ხაზი) Plane Sport-ის მოსკოვის ბუტიკების ქსელი, რომელიც ქორწილამდე რამდენიმე ხნით ადრე გაიხსნა მოსკოვის სავაჭრო ცენტრებში. 6-იდან 9 დეკემბრამდე პერიოდში ეს ცნობა alenchik_77-ის ანგარიშიდან ამოიღეს.

გააგრძელე კითხვა აქ:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close