მოდა/სილამაზემსოფლიოსაზოგადოება

„მის მსოფლიო 2019“ იამაიკელი გახდა (ვიდეო)

„მის მსოფლიო 2019“-ის ტიტულის მფლობელი იამაიკელი ტონი-ენ სინგჰი გახდა. 

დაჯილდოების ცერემონია 14 დეკემბერს გაიმართა ლონდონში. გამარჯვებულს გვირგვინი შარშანდელმა „მის მსოფლიომ“ – მექსიკელმა მოდელმა ვანესა პონსე დე ლეონმა დაადგა. ტონი-ენი მეორე იამაიკელია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა, პირველად ეს 1993 წელს მოხდა.

მეორე ადგილზე საფრანგეთის წარმომადგენელი გავიდა, მესამეზე – ინდოელი კონკურსანტი.

ტონი-ენ სინგჰი 23 წლისაა, იგი ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. გოგონა ამბობს, რომ ექიმობაზე ოცნებობს, თავისუფალ დროს კი სიმღერას, ბლოგერობას, კერძების მომზადებას უთმობს.

კონკურსზე საქართველოს ნინი გოგიჩაიშვილი წარმოადგენდა, რომელიც ინტერნეტ გამოკითხვებით, ტოპ-ათეულში იყო.

ნინო ხოშტარია

P. S. პირადად მე სინგჰის დიდებულმა მოძრაობამ და დახვეწილმა მანერებმა აღმაფრთოვანა – იგი ნამდვილი დედოფალივით გამოიყურებოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close