fbpx
საზოგადოებასაქართველო

ბათუმში „გოლიათი“ დაიბადა

ბათუმის სამედიცინო ცენტრმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ახალშობილის ფოტო, რომელიც 5 კილოგრამს იწონის.

„BMC-ის გოლიათი დაჩი ნიკოლაიშვილია.

ახალშობილთა საშუალო წონა 3-იდან 4 კილოგრამამდე მერყეობს, თუმცა ხან მეტისმეტად პატარები, ხან კი მეტისმეტად დიდები იბადებიან. ახალშობილებს, რომელთა წონაც დაბადებისას 3 კილოგრამზე ნაკლებია, მცირეწონიანებს უწოდებენ (ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა ისინი დროულად იბადებიან და არა დროზე ადრე). როდესაც ბავშვის წონა 4 კილოგრამზე მეტია, ხოლო სიგრძე 54-56 სანტიმეტრზე ნაკლები არ არის, ამბობენ, რომ დაიბადა დიდი ბავშვი.

დღესდღეობით, გოლიათის დაბადება (5 კილოგრამი და მეტი) იშვიათობა არ არის.  სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილი წონას იკლებს. ეს წონის ფიზიოლოგიური დაქვეითებაა. დიდ ბავშვებს წონის დაქვეითება უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული, ვიდრე ნორმალური წონის ახალშობილებს. ერთი წლის ასაკისთვის ყველა ბავშვის წონისა და სიგრძის მაჩვენებელი საშუალოს უნდა მიუახლოვდეს“, – წერია ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფეისბუქგვერდზე.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close