ყირგიზეთის ერთ-ერთ მთიან კურორტზე ვლადიმირ პუტინის 2,5 მეტრი სიმაღლის ძეგლი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
კურორტი ბიშკეკიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მისი დირექტორი აკბარ როზიევია. როზიევმა პუტინისთვის ძეგლის დადგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთის მიერ დაფინანსებული ფონდის მეშვეობით 1,4 მილიონი დოლარის სესხი მიიღო. სესხი როზიევს სწორედ კურორტის განვითარებისთვის სჭირდებოდა.
როზიევის თქმით, კურორტის განვითარებისთვის სესხის გამოტანას დიდი ხანი ცდილობდა, თუმცა ყირგიზეთში ხელსაყრელი პირობები ვერ მიიღო. მოგვიანებით მისი მოთხოვნა რუსეთ-ყირგიზეთის ერთობლივი განვითარების ფონდის მეშვეობით დაკმაყოფილდა. ფონდი 2014 წელს დაარსდა.
„მე არ ვიცოდი, როგორ გამომეხატა მადლიერება ვლადიმირ პუტინის მიმართ და გადავწყვიტე მისთვის პატივი ამ ფორმით მიმეგო. პუტინის მხარდაჭერით ჩვენახლა ბევრად უკეთესი ცენტრი გვაქვს“, – ამბობს როზიევი.
ფონდი, რომელმაც როზიევის პროექტი დააფინანსა, რუსეთისა და ყირგიზეთის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით დაარსდა. სწორედ ამ ფონდის მეშვეობით ხდება ყირგიზეთის ინტეგრირება რუსეთის მიერ დაარსებულ ევრაზიულ კავშირში.
tabula.ge
კომენტარები