საზოგადოებასაქართველო

ილია მეორე – „ სადაც არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას და სულიერად ემორჩილება საქართველოს პატრიარქს“

​საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასალის ხსენების დღე მიულოცა.

დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და იქადაგა.

ილია მეორის თქმით, ვახტანგ გორგასალს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.

„თქვენ იცით, რომ ვახტანგ გორგასლის თხოვნით და მისი შუამდგომლობით ანტიოქიის პატრიარქმა უბოძა საქართველოს მეთაურს კათოლიკოსის წოდება. ეს მხოლოდ ანტიოქიის პატრიარქს შეეძლო. სიტყვა „კათოლიკოსი“ წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან „კათოლ“ – „საყოველთაო“. ე. ი., სადაც არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას და სულიერად ემორჩილება საქართველოს პატრიარქს.

მე-11 საუკუნეში იყო კანონისტი მალსაბონი. შემდეგ ეს მალსაბონი გახდა პატრიარქი ანტიოქიისა. მალსაბონი წერს, რომ საქართველოს ეკლესიას პეტრეს დროს მიენიჭა ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა. ჩვენ დიდი ბრძოლა დაგვჭირდა იმის დამტკიცებაში, რომ რომელი პეტრე იყო საქართველოში. ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს ეკუთვნის მე-11 საუკუნეს და მალსაბონი ამბობს, რომ ნეტარი პეტრეს დროს საქართველოს და კვიპროსს მიენიჭა ავტოკეფალია. ეს სიტყვა მეტყველებს იმაზე, რომ ეს შორეულ წარსულში იყო, მე 11-საუკუნეში კი არა, არამედ მეხუთე საუკუნეში, გორგასალის დროს“, – განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის დროს, მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა გახდა სახელმწიფო რელიგია და მეხუთე საუკუნეში საქართველოს ეკლესია გახდა ავტოკეფალური, დამოუკიდებელი.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close