პოლიტიკასაქართველო

პარლამენტში გუშინ გამოყენებული ქიმიური ნივთიერების გამო დღეს „მინისტრის საათი“ გადაიდო

საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ გუშინ, 12 დეკემბერს ქიმიური ნივთიერების გამოყენების გამო პლენარული სხდომების დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი დგას. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, დღეს პლენარული სხდომის მიმდინარეობისას რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, ამის გამო სხდომა დღის მეორე ნახევარში ვეღარ გაგრძელდა. ამავე მიზეზით გადაიდო „მინისტრის საათიც“.

სხდომების განახლებამდე სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close