fbpx
პოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველო

„ნივთიერება, რომელიც პარლამენტში დაასხეს, ბაყაყის გაცხელებით მიღებული ანაორთქლია“ – დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი

„ნივთიერება, რომელიც პარლამენტში დაასხეს, ბაყაყის გაცხელებით მიღებული ანაორთქლია“, – აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი espersona.ge-სთან საუბარში.

„პრეპარატი, რომელიც დასახელდა, АСД-2Ф, ვეტერინარიაში, ცხოველებისათვის გამოიყენება. ადამიანებში ეს პრეპარატი ოფიციალურად არ გამოიყენება. ანოტაცია შეგიძლიათ ინტერნეტშიც ნახოთ. ეს არის მასობრივი ექსპერიმენტი ადამიანებზე და სრული სიგიჟე. ეს ადამიანები დღეს ამას ბედავენ და ვინ იცის მომავალში, რას ჩაიდენენ“, – განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ევაკუაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც იქ საეჭვოდ ცუდი სუნი დადგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიღაცამ იქ გაურკვეველი ნივთიერება დაასხა.

პარლამენტში ნივთიერების დაღვრაზე პასუხისმგებლობა სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა „ქვეყნის სამსახურში“ აიღო.

„ქვეყნის სამსახურში“-ს FB გვერდზე გავრცელდა იმ წამლის ფოტოც, რომლის გამოც საკანონმდებლო ორგანოში განგაში ატყდა და 4 ადამიანი დაზარალდა. ეს წამალი სწორედ ზემოთ დასახელებული АСД-2Ф-ია.

espersona.ge

ამავე თემაზე: ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close