მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიებისაზოგადოება

გამოვიდა გრეტა თუნბერგის თოჯინა, რომელიც თქვენ გაგაკონტროლებთ

16 წლის ეკოაქტივისტის, გრეტა თუნბერგის სახალისო სათამაშო აღჭურვილია თვალის სენსორებით, რომლებიც დაპროგრამებულია გარემოს მიმართ მავნე ზემოქმედების გამოსავლენად. თოჯინა ყოველი დღის ბოლოს თქვეს შესახებ ინფორმაციას გაეროს უგზავნის.

„თოჯინა გრეტა გხედავთ მაშინაც, როდესაც გძინავთ. მან იცის, როდის მიდიხართ ჯიპით მაღაზიაში, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროთ,  – თქვა თოჯინის შემქმნელმა. – მან ისიც იცის, რომ ნახშირბად-ნეიტრალური არ  ხართ”.

„როგორ ბედავ/How dare you!” – ამ ფრაზით თოჯინა ბავშვს აფრთხილებს მაშინ, როდესაც  გამათბობელი ჩართულია და ის კი კარს ღიას ტოვებს.

თოჯინა გრეტას შეუძლია დაადგინოს, როდესაც თქვენ:

  • ოთახიდან გასვლისას შუქს ანთებულს ტოვებთ;
  • სპორტული ავტომობილით მოძრაობთ;
  • სვამთ  პლასტმასის საწრუპით;
  • მაცივარს ღიას ტოვებთ;
  • რთავთ ნამდვილ ნაძვის ხეს;
  • აერთებთ ელექტროტექნიკას;
  • ანთებთ გამათბობელს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბავშვებს თოჯინის ეშინიათ და მშობლებს სთხოვენ, რომ „ცუდი გოგო წავიდეს“. 

AT.ge

P. S. ინფო: ავტორიტეტულმა ჟურნალმა „ტაიმმა“ „წლის ადამიანად“ დაასახელა 16 წლის შვედი მოწაფე, გრეტა თუნბერგი, რომელმაც კლიმატის ცვლილებების პრობლემებისადმი პოლიტიკოსების ყურადღების მისაქცევად გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებით გაითქვა სახელი.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close