მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

რუსეთის ტელეარხმა ეთერიდან მოხსნა სერიალი უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით

რუსეთის ტელეარხმა, ТНТ-მ ეთერიდან მოხსნა უკრაინული ტელესერიალის, „ხალხის მსახურის“ ჩვენება. სერიალში მთავარ როლს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თამაშობს, რომლის გმირი, მასწავლებელი, მოულოდნელად ხდება პრეზიდენტი.

პირველი სამი სერია 11 დეკემბერს უჩვენეს. ამის შემდეგ ტელეპროგრამაში ცვლილება მოხდა და სერიალ „ხალხის მსახურის“ გაგრძელების ნაცვლად 12 და 13 დეკემბერს მაყურებელი სხვა სერიალებს ნახავს.

ტელეარხი ТНТ  აცხადებს, რომ სერიალის სრულად ჩვენებას არ აპირებდა, ანონსი, რომ ეთერში სერიალი ყოველდღე გავიდოდა, „სამარკეტინგო ხრიკი“ იყო და პირველი სეზონის სრულად ჩვენება მხოლოდ პლატფორმა „პრემიერზე“ იყო დაგეგმილი.

ეს ქმედება ტელეარხისა, რომლიც სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომის“ შვილობილ ფირმას ეკუთვნის, მოხდა ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ზელენსკისთან პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩანს, კიევთან ურთიერთობაში „დათბობა“ ხდებაო. მათი პირისპირ შეხვედრა პარიზში გაიმართა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების და მშვიდობის დამყარების მიზნით.

12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სერიალის პირველი სერიიდან, რომელიც რუსეთში გავიდა ეთერში, პუტინზე ხუმრობის მონაკვეთი ამოჭრეს.

სიუჟეტის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი გოლობოროდკო, რომლის როლსაც ზელენსკი თამაშობს, ძვირფას საათსა და კოსტუმს ირჩევს. ასისტენტი ეუბნება, ვლადიმირ პუტინი შვეიცარიულ, Hublot-ს მარკის საათს ატარებსო (მას რუსულად გამოთქვამენ ასე: „хубло“). ამაზე ზელენსკის გმირი ეკითხება:„ Путин – хубло“? „კი“,- ისმის პასუხი.

სერიალის პირველი სეზონი უკრაინაში 2015 წელს უჩვენეს. ზელენსკი პრეზიდენტად 2019 წლის მარტში აირჩიეს.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close