ქართველები უცხოეთშისპორტი

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის საუკეთესო სამეულშია – ქართველი ბოლო მატჩის გმირია

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის (უმაღლესი დივიზიონი) სამ საუკეთესო მეკარეს შორის მოხვდა. რჩეულები ოქტომბერ-ნოემბერში ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაასახელეს.

გამოკითხვა ავტორიტეტულია, რადგან მასში პორტუგალიის პრიმეირა ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები მონაწილეობენ.

საქართველოს ნაკრების მეკარის დასახელება შემთხვევითი არაა. მაკარიძემ მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა და შვიდჯერ თამაში ისე დაასრულა, გოლი არ გაუშვია. უკეთესი მაჩვენებლები მხოლოდ ორ მეკარეს აღმაოჩნდა: „პორტუსა“ და არგენტინის ნაკრების კიპერ აუგუსტინ მარჩესინს, რომელმაც რვა „მშრალი“ თამაში ჩაატარა და ხმების დაახლოებით 38 პროცენტი მიიღო; ასევე, „ბენფიკასა“ და საბერძნეთის ნაკრების მეკარე ოდისეას ვლახოდიმოსს, რომელსაც ბურთი ცხრა შეხვედრაში არ გაუშვია და 27% მიიღო. გიორგი მაკარიძემ კი ხმების 11 პროცენტი დააგროვა.

გიორგის მიღწევა იმითაა დასაფასებელი, რომ „პორტუსა“ და „ბენფიკას“ მეკარეებისგან განსხვავებით, ის ერთ-ერთ აუტსაიდერ გუნდში თამაშობს. 29 წლის ქართველმა მეკარემ თავი ბოლო ტურშიც გამოიჩინა. გასვლაზე „ვიტორია სეტუბალმა“ „პაკო დე ფერეირა“ 2:3 დაამარცხა, გიორგი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close