მსოფლიოპოლიტიკაპოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი მზადაა თავის ტერიტორიაზე განათავსოს ამერიკული სამხედრო ბაზები, თუ მათ თურქეთის დატოვება მოუწევთ

საბერძნეთს შეუძლია ამერიკული სამხედრო ბაზები თავის ტერიტორიაზე განათავსოს, თუ ისინი იძულებულნი გახდებიან, თურქეთი დატოვონ. ამის შესახებ რუსული მედია ბერძენ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

„ცხადია, ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ ნებისმიერი ობიექტი. მადლობა ღმერთს, ამის საკმარისი რესურსი გვაქვს. თუ მეკითხებით, გავუწევთ თუ არა მომსახურებას ავიაბაზებს, მაშინ გეტყვით, რომ ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა ვართ და, შესაბამისად, ნატოს საჭიროებებს ყოველთვის მოემსახურება საბერძნეთი ქვეყნის კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“, – მოყავს გამოცემას ბერძენი წყაროს ციტატა.

ამასთან, საბერძნეთსა და აშშ-ს შორის არსებობს თავდაცვითი შეთანხმება და თუ აშშ მომავალში მოინდომებს საბერძნეთის თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას, ქვეყნის ხელისუფლება მზადაა დადებითი პასუხისა და საკითხის განხილვისთვის.

ამერიკამ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი ანკარის მიერ რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსების, C-400-ის შეძენის გამო დაიწყო. ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც თურქეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ახლა დოკუმენტი სენატის მთელმა შემადგენლობამ უნდა განიხილოს.

ამის საპასუხოდ თურქეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება შესაბამისი ზომები მიიღოს;  ანკარა მზადაა განიხილოს ავიაბაზების – ინჯირლიკისა და ქიურეჯიკის დაკეტვის შესაძლებლობა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, თუ ამერიკა თურქეთს სანქციებს დაუწესებს.

„ჩვენ განვიხილავთ ყველაზე უარეს სცენარს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს, დღის წესრიგში დადგება ინჯირლიკის ბაზის (აშშ-ის ბაზა თურქეთის სამხრეთით) საკითხი“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  მევლუთ ჩავუშოღლუმ. მისივე თქმით, ანკარამ შესაძლოა, აგრეთვე, შეცვალოს ქიურეჯიკის ბაზის სტატუსი, სადაც ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ელემენტებია განთავსებული.

C-400 „ტრიუმფი“

P. S.  C-400 „ტრიუმფი“ – რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსია, რომელიც შექმნილია აეროდინამიკური და ბალისტიკური მიზნების გასანადგურებლად. მას შეუძლია მიზნის აღმოჩენა 600 კმ-მდე მანძილზე, სისტემის დაფარვის ზონის რადიუსი კი 400 კმ-ია.

ნიკო აბაშიშვილი

მსგავს თემაზე: საბერძნეთმა აშშ-ს თავის ტერიტორიაზე მუდმივი სამხედრო ბაზების შექმნა შესთავაზა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close