ვიდეოპოლიტიკასაქართველო

ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული

ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა პარლამენტს სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული. ვიდეოკადრები ტელეკომპანია „მაესტრომ“ გადაიღო.

სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, რადგან სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის გამო რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, მათგანი ორი დეპუტატი – ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა. მაჭავარიანის თქმით, ალერგიულია და გაურკვეველი სუნის გამო თავი ცუდად იგრძნო.

ამასთან, ცუდად გახდა პარლამენტის აპარატის თანამშრომელი, 57 წლის ქალბატონი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს ალერგიული რეაქციის და ინტოქსიკაციის ნიშნებით.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას სათანადო გამოკვლევები უტარდება. ამასთან, ვერ აკონკრეტებენ, რა ნივთიერება შეიძლება იყოს ინტოქსიკაციის გამომწვევი.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პლენარულ სხდომათა დარბაზში მომხდარ ფაქტს საკანონმდებლო ორგანოზე და პარლამენტის წევრებზე „სავარაუდო ქიმიურ შეტევად“ აფასებს.

სესიაზე შესვენება გამოცხადდა. სხდომათა დარბაზში სამართალდამცველები მუშაობენ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close