newsიტალიასაზოგადოებასპორტი
გატუზო „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდა
„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო გახდა – ეს გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად გამოცხადდა. ადრე ნათქვამი იყო, რომ გატუზო 18-თვიან კონტრაქტს გააფორმებს „ნაპოლისთან“ და თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება, ხელშეკრულება კიდევ ერთი წლის გაუხანგრძლივდება.
გატუზომ ჟურნალისტებთან უკვე ისაუბრა გუნდის სამომავლო გეგმებზე:
„ანჩელოტი ჩემთვის მამასავითაა. მთელი ეს წლები ის ჩემ გვერდით იყო და ნებისმიერ სიტუაციაში მეხმარებოდა. მან ყველაფერი მოიგო, მე კი ჯერ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი. დღეს გვჭირდება ქულების დაგროვება და კარგი პოზიციის დაკავება იტალიის ჩემპიონატში, რათა ჩემპიონთა ლიგაზე მოვხვდეთ. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს“, – გატუზოს ამ განცხადებას „ნაპოლის“ პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამშაბათს კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები