მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მთვრალი ენოტი იპოვეს

გერმანიაში, ქალაქ ერფურტში საშობაო ბაზრობაზე მთვრალი ენოტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ DEUTSCHE WELLE წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცხოველი ბარბაცებდა, ერთ-ერთი ქალის ფეხსაცმელს ეთამაშა, რის შემდეგაც ჩაეძინა. პოლიციელების თქმით, ენოტს ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა, თუმცა შესაბამისი ტესტი მას არ ჩაუტარეს.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ცხოველმა ჭიქებში დარჩენილი გლინტვეინი დალია. შემთხვევის ადგილიდან ენოტი მეხანძრეებმა გაიყვანეს და ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close