იტალიასაზოგადოება

მიწისძვრა ტოსკანაში: 36 ბიძგი, ყველაზე ძლიერი – 4,5 ბალი (ვიდეო)

გასულ ღამეს ტოსკანაში, მუჯელოს (MUGELLO) ისტორიულ რეგიონში, 12 საათის განმავლობაში 36 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი მიწისძვრის სიმძლავრე 4,5 მაგნიტუდა იყო და ის დღეს დილით, 4:37 სთ-ზე მოხდა (მიწისძვრა კარგად იგრძნეს ფლორენციისა და პისტოიის მცხოვრებლებმაც). ამის თაობაზე ANSA წერს.

პირველი მიწისქვეშა ბიძგი 9 დეკემბერს საღამოს, ადგილობრივი დროით 20:38 საათზე დაფიქსირდა, როდესაც გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის სპეციალურმა ხელსაწყოებმა 2,6 მაგნიტუდის სიმძლავრე აჩვენა. ეპიცენტრი სკარპერიასა და სან პიეროს კომუნებში იყო. ამ ორ მუნიციპალიტეტში, ბარბერინო დელ მუჯელოს მუნიციპალიტეტთან ერთად იყო სხვა მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრიც, რომლებიც დღეს დილამდე განმეორდა, მათგან 6 ბიძგის სიმძლავრე რიხტერის სკალით 3 ბალს აჭარბებდა.

უსაფრთხოების მიზნით გადაწყდა სკოლების დაკეტვა მთელ მუჯელოს რეგიონში.

გავრცელებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, დაზიანდა შენობები.

ფოტოები Tgr Rai Toscana-ს ტვიტერიდან

იტალიის ხელისუფლება კავშირზეა ადგილობრივ მერებთან. დილით ფლორენციის პრეფექტურამ და სამოქალაქო დაცვის გაერთიანებულმა ბრიგადამ სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი გახსნეს.

ბევრი ადამიანი ღამით ქუჩაში გამოვიდა და მანქანაში ეძინა. „4,5-ბალიანმა მიწისძვრამ მართლაც შეშფოთება გამოიწვია“, – განაცხადა სკარპერია სან-პიეროს მერმა ფედერიკო ინიესტომ.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close