fbpx
კრიმინალიმიგრაციამსოფლიო

რუსეთში კაცმა ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააგო და მიგრანტები დაარწმუნა, რომ ევროპაში გადაიყვანა

რუსეთში თაღლითობის უჩვეულო შემთხვევა მოხდა – დააკავეს მამაკაცი, რომელმაც რუსეთში, ფინეთის საზღვართან ახლოს ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააგო და სამხრეთ აზიის წარმომადგენელი 4 მამაკაცი დაარწმუნა, რომ ისინი რუსეთისა და ევროკავშირის საზღვარზე გადაიყვანა. მამაკაცები ფინეთში აპირებდნენ წასვლას. ამის თაობაზე რუსული მედია წერს

თავიდან „გამცილებელმა“ მიგრანტები საყოველთაო სარგებლობის გზებით ატარა, შემდეგ – სოფელ-სოფელ, შემდეგ – ვიბორგის რაიონის ერთ-ერთი ტბის გარშემო და როდესაც „სასაზღვრო პუნქტს“ მიაღწიეს, მამაკაცმა ისინი დაარწმუნა, რომ ევროპაში გადავიდნენ, როცა სინამდვილეში ვიბორგის ჭაობიან ტყეში იმყოფებოდნენ.

გარკვეული ხნის შემდეგ სამხრეთაზიელები საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა გააჩერეს და მხოლოდ მაშინ გაიგეს მათ სიმართლე, რომ სინამდვილეში ისევ რუსეთში იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „გამცილებელმა“ თითოეულ მიგრანტს 10 000 აშშ დოლარზე მეტი გამოართვა. ხუთივე პირი ვიბორგის რაიონში 28 ნოემბერს დააკავეს.

თაღლითი მამაკაცი, რუსული მედიის ინფორმაციით, „ესენგეს“ ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელია, მიგრანტები კი სამხრეთ აზიიდან არიან. მათ რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ ყოფნისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას იძულებით დაატოვებინებენ, ხოლო „გამცილებელს“ თაღლითობის მუხლით გაასამართლებენ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close