მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

დედაშვილური სიყვარული – ექვსი თვის კოალამ დედა ოპერაციის დროს არ მიატოვა (ვიდეო)

შემთხვევა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა ავსტრალიაში, ნებისმიერ ადამიანში საოცარ ემოციას აღძრავს: კოალა ლიზასა და მის შვილს, ფანტომს ავტომობილი დაეჯახათ. ისინი ავსტრალიის ერთ-ერთი ზოოპარკის ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.

დედა კოალამ სერიოზული დაზიანებები მიიღო, ამიტომ აუცილებელი გახდა მისთვის ოპერაციის ჩატარება, 6 თვის ფანტომი კი თითქმის უვნებლად გადარჩა. პატარამ უარი თქვა დედის დატოვებაზე და მას მთელი ოპერაციის მსვლელობისას ეხუტებოდა. საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ტყის ხანძრებისას ავსტრალიელმა ქალმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად კოალა გადაარჩინა და ალმოდებული ტყიდან გამოიყვანა. სამწუხაროდ, კოალას დამწვრობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მანანა ბანძელაძე

მსგავს თემაზე: ავსტრალიაში ტყის ხანძრისას ქალმა კოალა გადაარჩინა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close