კრიმინალისაქართველო

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი (ვიდეო)

არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში „ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

საუბარია ბრალდებულის, ამერიკის მოქალაქისა და საქმის ერთ-ერთი მონაწილის მიმოწერაზე, რომელშიც კარლ ვილიამსი 10 წლის გოგონებთან შეხვედრას ითხოვს.

„ქრონიკამ“ ასევე ექსკლუზიურად გაარკვია, რომ მოსწავლეები, რომლებიც ბრალდებულ მასწავლებელს ფოტოსესიაზე მიჰყავდა, სავარაუდოდ, დუმილის სანაცვლოდ, სახლში ძვირად ღირებული საჩუქრებით ბრუნდებოდნენ. მოზარდების სახელები სიუჟეტში შეგნებულადაა შეცვლილი.

ამავე საქმეზე მიმდინარე წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს.

სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა ამ ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close