fbpx
საზოგადოებასაქართველოსპორტი

ქართველმა მოციგურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს

4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ხორვატის დედაქალაქ ზაგრებში ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო ტურნირი იმართება, რომელშიც საქართველოდან მორის ყვითელაშვილი და სპორტული წყვილი ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა მონაწილეობენ.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ინფორმაციით, მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში გათამაშდა, სადაც ქართველმა მოციგურავეებმა ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავამ, თავიანთ სადებიუტო გამოსვლების ისტორიაში პირველად, 142,54 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

მეორე და მესამე ადგილები ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა წყვილებმა გაინაწილეს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close